სოციალური (კოოპერატიული და თანამშრომლობითი) სწავლება
სოციალური მეთოდის გამოყენების დროს ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. იგი მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში, ერთობლივ ძალისხმევას დავალებების შესასრულებლად.
სოციალური მეთოდი შეიძლება იყოს ორი სახის:
• ჯგუფისთვის მიცემული ამოცანა ჯგუფის შიგნით ქვეამოცანებად იშლება. ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს თავისი ფუნქცია და თავისი ამოცანა. საერთო შედეგი დამოკიდებულია თითოეული მონაწილის შედეგზე.
• მოსწავლეები მუშაობენ და ფიქრობენ ერთსა და იმავე ამოცანაზე ერთდროულად, მათ ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ. ასეთი ფორმა უფრო ეფექტურია ახალ ამოცანებზე მუშაობის დროს.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……