მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები

მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები

E. Justice and Home Affairs

მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებზე თანამშრომლობას ევროკავშირის ხელშეკრულების მე-6 თავი ითვალისწინებს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ევროკავშირის მესამე საყრდენი. ამ თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს პირთა თავისუფალი გადაადგილების პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას. იგი შემდეგ საკითხებს მოიცავს \n�� თავშესაფრის პოლიტიკა \n�� წევრ სახელმწიფოთა საგარეო საზღვრების გადაკვეთის მარეგულირებელი წესები \n�� საიმიგრაციო პოლიტიკა \n�� ნარკოტიკებთან ბრძოლა \n�� საერთაშორისო თაღლითობასთან ბრძოლა \n�� სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ საქმეებზე სასამართლო თანამშრომლობა \n�� საბაჟო თანამშრომლობა \n�� საპოლიციო თანამშრომლობა \nამ სფეროში ქმედებათა განხორციელებისათვის რამდენიმე სამართლებრივი ინსტრუმენტი შეიქმნა ესენია: გადაწყვეტილებები, ჩარჩო გადაწყვეტილებები, ერთიანი პოზიცია და კონვენცია. მიუხედავად ამ სფეროში მიღწეული გარკვეული პროგრესისა, ერთხმად გადაწყდა უფრო ეფექტური დებულებების შემოღება შესაბამისი სტრუქტურების გაძლიერებისათვის და გაერთიანების ინსტიტუციურ ჩარჩოში ზემოხსენებული სფეროების გადატანის მიზნით (თავშესაფარი, იმიგრაცია და საზღვრების გადაკვეთა) \nამსტერდამის ხელშეკრულებამ მოახდინა მართლმსაჯულებისა და შინაგანი საქმეების სფეროებში თანამშრომლობის რეორგანიზაცია და მიზნად დაისახა ევროპის კავშირში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლსაჯულების სივრცის ჩამოყალიბება. ზოგიერთი საკითხი მთავრობათშორისი თანამშრომლობიდან გაერთიანების ჩარჩოებში მოექცა და, ამავე დროს, ახალი სფეროები და მეთოდებიც გამოჩნდა \nევროკავშირისა და ევროგაერთიანების ხელშეკრულებებში ბოლოს ასევე გადავა „შენგენის სივრცე“, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს გარეთ იმ ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ინიციატივით, რომელთაც სურდათ უფრო წინ წასულიყვნენ პირთა თავისუფალი გადაადგილების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……