უზრუნველყოფის ღონისძიება – საშუალება რომლითაც ხდება სარჩელის უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებია: ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე; ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; გ) მოპასუხის დავალდებულება გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვის) სახით; დ) სხვა პირებისათვის მოპასუხისათვის ქონების გადაცემის ან ვალდებულების შესრულების აკრძალვა; ე) და სხვა, მათ შორის, ისეთიც, რომელიც პირდაპირ არ არის კანონით გათვალისწინებული. წყარო: ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……