შეფასება

შეფასება

სოციალური კონტროლის ელემენტი: მოწონება-არმოწონება, რომელსაც ინდივიდი, ჯგუფი, ორგანიზაცია ან საზოგადოება გამოხატავს ინდივიდის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების შესრულების ან შეუსრულებლობის პასუხად. არსებითად, სოციალური კონტროლი იწყება სწორედ სოციალური პოზიციების ინდივიდუალური აქტების შ-იდან. ინდივიდის წინაშე საზოგადოების, როგორც ფაქტის არსებობა წარმოდგება, როგორც ინსტანცია, რომელიც მას უპირისპირდება. ინდივიდუალური მოქმედება, შედის რა სოციალურ სამყაროში, თავის განსაზღვრებას, შ-ს იღებს. მისი არსი, აზრი და მნიშვნელობა განისაზღვრება სოციალური მიზნებით. ინდივიდუალური აქტის მიერ სოციალური თვისების, სოციალური განსაზღვრულობის მიღება, მისი აზრისა და მნიშვნელობის შ. საზოგადოების მხრიდან, ამასთან ერთად არის საზოგადოების რეაქციის ფორმა ინდივიდუალურ აქტზე. შ-ზე არის დამოკიდებული ინდივიდუალური აქტების მომავალი ბედი, მათი განმეორება ან შეწყვეტა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

ბ.ბლუმის მიხედვით, შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა.შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების გამოტანას. კერძოდ:

● საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება;

● გარკვეულ კრიტერიუმებზე ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;

● პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის გამოტანა;

● პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;

● მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;

● მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების (მნიშვნელოვნების) დაზუსტება;

● რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა).

E. Assesment

რაიმე საგნის, მოვლენის, პროცესის ან ვინმეს შესაბამისობის/მიმართების დადგენა წინასწარ განსაზღვრულ ნიშან-თვისებებთან (კრიტერიუმებთან).

შეფასების მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი და რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები. კერძოდ, შეფასებას აქვს შემდეგი ძირითადი მიზნები: (1) მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა; (2) მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა; (3) სწავლების კონკრეტული მეთოდიკის ეფექტიანობის შემოწმება; (4) სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრა და სრულყოფა; (5) სწავლების ეფექტიანობის შეფასება და სრულყოფა; (6) მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში და მათთან კომუნიკაციის გამყარება.

შეფასებას აქვს ორი განსხვავებული ფუნქცია: სწავლის პროცესის შეფასება (მიმდინარე შეფასება) და პროდუქტის/შედეგების/მიღწევების შეფასება (შემაჯამებელი შეფასება). პირველი გულისხმობს ინფორმაციის დაგროვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო მეორე – შედეგების აღნუსხვას.

შეფასების ფორმებია: განმავითარებელი, განმსაზღვრელი და დიაგნოსტიკური.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. appraisal, appraisement, assessment, diagnosis, estimate, estimation, evaluation, rating, valuation

სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებისა და გადასახდელი ღირებულებისა და გადასახდელი კომპენსაციის განსაზღვრა (საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, მუხლი 1).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. შეფასება – სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებისა და სანაცვლო კომპენსაციის განსაზღვრა.   Source: საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……