ჰეგემონური სტაბილურობა

ჰეგემონური სტაბილურობა

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ერთ–ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც მდგრადი საერთაშორისო რეჟიმების შესაქმნელად აუცილებელი იყო საერთაშორისო ჰეგემონის არსებობა, რომელიც ნორმებისა და წესების დადგენით ბიძგს მისცემდა რეჟიმს. თანამშრომლობის დასაწყებად ჰეგემონს უნდა უზრუნველეყო საერთო ხარჯები, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში აინაზღაურებდა. მეცნიერებს შორის უთანხმოებას იწვევს ის, თუ რამდენად აუცილებელია ჰეგემონის არსებობა უკვე შექმნილი საერთაშორისო რეჟიმის ფუნქციონირების შემდეგ. ჰ.ს–ის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ამერიკის შეერთებული შტატების როლი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში.

See also: ბრეტონ–ვუდსი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……