აუდიტორთა სასამართლო

აუდიტორთა სასამართლო

E. Court of Auditors

აუდიტორთა სასამართლო შედგება 15 წევრისაგან (კავშირის წევრთა რაოდენობის შესაბამისად), რომელთაც მინისტრების საბჭო ნიშნავს ექვსი წლის ვადით ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად, პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ. სასამართლო აუდიტს უტარებს გაერთიანების შემოსავალსა და ხარჯებს, მათი კანონიერების, სიზუსტის შესამოწმებლად და სწორი ფინანსური მენეჯმეტის უზრუნველსაყოფად. აუდიტორთა სასამართლო 1977 წელს შეიქმნა და სრულფასოვან ორგანოდ მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ იქცა ამსტერდამის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს საბჭოსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში დარღვევათა შესახებ მისი აუდიტორული უფლებამოსილება ასევე ვრცელდება გაერთიანების იმ ფონდებზეც, რომლებიც იმართება არაგაერთიანების ორგანოების და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ნიცის ხელშეკრულების თანახმად, გაფართოების შემდეგ აუდიტორთა სასამართლოს შემადგენლობა გაიზრდება იმავე რაოდენობით, რამდენითაც ევროპის კავშირი.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……