ბლოკი
1. სახელმწიფოთა, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირი ან შეთანხმება დასახული მიზნების მისაღწევად მათი ერთობლივი მოქმედებით. განსაკუთრებით გავრცელებულია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ბ-დ გაერთიანება ხმების მაქსიმალური რაოდენობის დასაგროვებლად, აგრეთვე საპარლამენტო პარტიებისა და ფრაქციების ბ-დ გაერთიანება რომელიმე კანონის მიღების ან ჩაგდების მიზნით;
2. სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ საბრძოლო მოქმედებას. იგი შეიძლება იყოს როგორც თავდაცვითი, ისე აგრესიული, მიმართული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. სამხედრო-პოლიტიკური ბ-ის როლი განსაკუთრებით გაიზარდა ცივი ომის პერიოდში, კერძოდ XX ს-ის 50-80-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ნატო და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. bloc, block
Fr. bloc
ერთობლივი, საერთო საქმიანობის განხორციელებისთვის დაჯგუფებების, ორგანიზაციების, პარტიებისა და სახელმწიფოების გაერთიანება, შეთანხმება.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……