გამგებელი

გამგებელი

E. governor

საქართველოს კანონმდებლობით, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის აღმასრულებელი ორგანოს მეთაური, რომელსაც ირჩევს შესაბამისი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. იმ ქალაქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია, გამგებელი ირჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში – შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. გამგებელი უძღვება გამგეობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის, იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს, ორგანიზაციას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას (საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, თავი II).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……