დიპლომი

დიპლომი

E. diploma, certificate of degree, award, prize

G. diplom

Fr. Diplome

Gk. diploma ორად გაკეცილი წერილი, დოკუმენტი

1. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების ან სამეცნიერო ხარისხის, წოდების მინიჭების დამადასტურებელი მოწმობა;

2. მოწმობა, რომელიც გაიცემა კონკურსში, ფესტივალში წარმატებული მონაწილეობის ნიშნად.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

(1) დადგენილი ნიმუშის მიხედვით შედგენილი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სათანადო სპეციალობაში კვალიფიკაციის მინიჭებას (სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება). დიპლომი გაიცემა იმ უმაღლესი სასწავლებლის მიერ, რომელიც დაამთავრა სტუდენტმა (მაძიებელმა). დიპლომს ხელს აწერს რექტორი. დიპლომში იწერება იმ ფაკულტეტის დასახელება, რომელიც დაამთავრა სტუდენტმა და სპეციალობა (სპეციალობები), რომელიც მას მიენიჭა.

(2) ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ან დაწესებულების დაჯილდოებას (მაგ. პრეზიდენტის სტიპენდიანტის დიპლომი).

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

2. დიპლომი – ;   სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ მცენარის ჯიში შეტანილია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების სახელმწიფო რეესტრში.   Source: საქართველოს კანონი „სასოფლოსამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3;   ;   უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან/და მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.   Source: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……