ევოლუცია

ევოლუცია

1. მოვლენის (ან პროცესის) განვითარება თანდათანობითი, ერთიმეორეში გარდამავალი განუწყვეტელი ცვლილებების შედეგად, ნახტომებისა და შესვენებების გარეშე, თვისებრივი განსაზღვრულობის შენარჩუნებით (განსხვავებით რევოლუციისაგან).

2. სხვადასხვა გვარის მოძრაობა, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილებასთან, გარკვეული კომპონენტების გადაწყობასთან.

3. ცვლილებების, განვითარების პროცესი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. evolution

Fr. Evolution

L. evolutio განვითარება, გაშლა, გაფართოება

თანდათანობითი შეცვლის, განვითარების პროცესი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ევოლუცია – (ინტ.) evolution საინფორმაციო პროცესის ან მოვლენის თანდათანობითი, უწყვეტი, უპირატესად შეუქცევადი განვითარება; ფართო გაგებით – განვითარების სინონიმია, ვიწრო გაგებით, განსხვავებით რევოლუციისაგან – არარადიკალური ცვლილებებისა. ერთ ერთი აუცილებელი პირობაა საწარმოო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციისა.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……