ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი

E. President of the European Commission

ევროკომისიის პრეზიდენტზე ხშირადაა დამოკიდებული კომისიის საქმიანობის ეფექტურობა და ის, თუ რა ტემპით მიმდინარეობს ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესი. ამ მხრივ, საუკეთესო მაგალითად გამოდგებიან ვალტერ ჰალშტაინი (პირველი პრეზიდენტი), როი ჯენკინსი (1977-1981), და განსაკუთრებით ჟაკ დელორი (1985-1995). 1999 წლიდან 2004 წლამდე ევროკომისიის პრეზიდენტი იტალიელი რომანო პროდია. კომისიის პრეზიდენტს შემდეგი ფუნქციები აკისრია: წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ინიციატივებს; ხელს უწყობს კომისიის წევრებს შორის უთანხმოებების მოგვარებას და პარლამენტს წარუდგენს კომისიის ყოველწლიურ ანგარიშს; წარმოადგენს კომისიას მინისტრების საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას; წარმოადგენს კომისიას ევროპულ საბჭოში; წარმოადგენს კომისიას უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმებზე, კერძოდ, დიდი შვიდეულის შეხვედრებზე და აშშ-ევროკავშირის შეხვედრებზე, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება; ნიცის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტის დანიშვნას განახორციელებს ევროპული საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით. ამის შემდეგ, კომისიის პრეზიდენტთან შეთანხმებით ხდება კომისიის წევრთა სიის მიღება, რის შემდეგაც პრეზიდენტის და კომისიის წევრების კანდიდატურებს ამტკიცებს ევროპარლამენტი. ბოლოს, მინისტრების საბჭო ნიშნავს კომისიის პრეზიდენტს და წევრებს კვალიფიციური უმრავლესობით.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……