ევროპული შეთანხმება

ევროპული შეთანხმება

E. Europe agreement

ევროპული შეთანხმება ასოციაციის შეთანხმების ერთ-ერთი სახეა, რომელიც ევროპის კავშირსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის იდება. მისი მიზანია ასოცირებული ქვეყნის მომზადება ევროკავშირის წევრობისათვის. იგი ითვალისწინებს ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა. ეს შეთანხმება ათ განმცხადებელ ქვეყანასთან დაიდო. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკია, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთი. ევროპული შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით იდება და შემდეგი ნაწილებისგან შედგება: – პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ და მრავალმხრივ კონსულტაციებს საერთო ინტერესის ნებისმიერ საკითხზე. – სავაჭრო ურთიერთობები, რომლის მიზანია თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა; – ეკონომიკური, ფინანსური და კულტურული თანამშრომლობა; – კანონმდებლობების დაახლოება, განსაკუთრებით ინტელექტუალური საკუთრებისა და კონკურენციის სფეროებში; რაც შეეხება შეთანხმების ინსტიტუციურ უზრუნველყოფას, ევროპა შეთანხმების განხორციელებას უზრუნველყოფს ასოციაციის საბჭო, რომელიც ერთი მხრივ, საბჭოსა და კომისიის, მეორე მხრივ, ასოცირებული ქვეყნის წარმომადგენლებისაგან შედგება. ასოციაციის კომიტეტი, რომელშიც ასოციაციის საბჭოს წევრები მონაწილეობენ, ამზადებს საბჭოს შეხვედრებს და თვალყურს ადევნებს შეთანხმებათა შესრულებას. დაბოლოს, ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტს, რომელიც, ერთი მხრივ, ევროპარლამენტის წევრებისაგან და, მეორე მხრივ, ასოცირებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლებისაგან შედგება, შეუძლია რეკომენდაციები გაუწიოს ასოციაციის საბჭოს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……