ელექტრონული ბიზნესი

ელექტრონული ბიზნესი – (ინტ.) electronic business რეალური ბიზნესის ეფექტურობის ზრდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, მიმართული დამატებული ღირებულების ინტეგრირებული ჯაჭვის შექმნასა და საქმიანი პარტნიორების ოპტიმალური ურთიერთქმედების უზრუნველყოფაზე. საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კლიენტთა მომსახურება, ხარჯების ერთდროულად შემცირების პირობებში, მოიძებნოს პროდუქციის გასაღების ახალი არხები და გაიზარდოს კონკურენტუნარიანობის დონე. ინტერნეტ – პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ კომპანიას ჰქონდეს მართვის ეფექტური სისტემა, ერთიანი შინაგანი საინფორმაციო ქსელის (ინტრანეტის) ბაზაზე და პარტნიორებთან, კლიენტებთან და მომწოდებლებთან კავშირების კარგად განვითარებული გარექსელი (ექსტრანეტი). ინტერნეტ – ტექნოლოგიები ერთერთი ძირითადი, მაგრამ არა ერთადერთი ასპექტია ელექტრონული ბიზნესისა, რომლის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე „ელექტრონული კომერციის“ ცნება.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……