ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი

E. High Representative for the CFSP

ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა ამსტერდამის ხელშეკრულებით შეიქმნა. ეს თანამდებობა უკავია მინისტრების საბჭოს გენერალურ მდივანს, რომლის ამოცანაა დახმარება აღმოუჩინოს კავშირის თავმჯდომარე ქვეყანას ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში. უმაღლესი წარმომადგენელი ასევე ეხმარება მინისტრების საბჭოს პოლიტიკის ფორმულირების მომზადებასა და განხორციელებაში. საბჭოს სახელით და თავმჯდომარე ქვეყნის თხოვნით მას შეუძლია აწარმოოს პოლიტიკური დიალოგი მესამე მხარესთან. ეს თანამდებობა პირველად დაიკავა ხავიერ სოლანამ, რომელიც მანამდე ნატო-ს გენერალური მდივანი იყო. საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ხელმძღვანელობს საბჭოს გენერალურ სამდივნოს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……