ესკალაცია

ესკალაცია

სამხედრო კონფლიქტის გამწვავება, როდესაც ორი მხარე ერთმანეთის მიმართ სულ უფრო ინტენსიურ საპასუხო დარტყმებს ახორციელებს. ე. ნებისმიერი შეიარაღებული კნფლიქტის ტოტალურ ანუ აბსოლუტურ ომად გადაქცევას უწყობს ხელს. ერთი მხარის მიერ მეორისთვის თავისი ნების თავსმოხვევის მცდელობა საპასუხო ქმდებას იწვევს, რასაც მეომარი მხარეები უკიდურესობამდე მიჰყავს. თანამედროვე სამხედრო მნიშვნელობით ეს ცნება პირველად კლაუზევიცმა გამოიყენა. კლაუზევიცი ე-ის ტენდენციას ომის ბუნების ნაწილად მიიჩნევდა, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ომს აბსოლუტურ, ანუ ტოტალურ ომად გადაქცევისადმი მისწრაფება ახასიათებს. ტოტალურ ომთან მიახლოების მაგალითად კლაუზევიცი ნაპოლეონის ომებს ასახელებდა. ე-სთან დაკავშირებული მთავარი საკითხი მისი გაკონტროლებაა.

See also: კლაუზევიცის დოქტრინა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. escalation

L. scala კიბე

თანდათანობითი ზრდა, გაფართოება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……