იდენტური საქონელი

იდენტური საქონელი – საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის (სავაჭრო ნიშნის) ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი პირი (ან სხვადასხვა მწარმოებელი პირი, თუ არ მოიპოვება მონაცემები შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ წარმოებულ იდენტურ საქონელზე). უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას. იდენტურ საქონლად არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, 2006 წლის 25 ივლისი, მუხლი 7;   სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ, ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. იდენტური საქონელი  – სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ, ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.    მოხმობილია საიტიდან: http://www. finances.ge/

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……