ინიციატივის უფლება

ინიციატივის უფლება

E. Right of Initiative

ევროკომისიას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის ექსკლუზიური უფლება, რის საფუძველზეც მას მოეთხოვება ინიციატივების წარმოდგენა ხელშეკრულებით გათვალიწინებულ საკითხებზე, როდესაც ამას პირდაპირ მოითხოვს ხელშეკრულება ან როცა თვითონ კომისია მიიჩნევს საჭიროდ ინიციატივის უფლება ექსკლუზიურია, როდესაც გაერთიანების საკითხებს ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ „კომისიის წინადადების საფუძველზე“ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში კომისიას, წევრ სახელმწიფოთა მსგავსად, შეუძლია ინიციტივით გამოსვლა. ამასთან, მას ამგვარი უფლება ჯერ კიდევ არ გააჩნია, როდესაც საქმე მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს ეხება მინისტრების საბჭოს და ევროპის პარლამენტს შეუძლიათ სთხოვონ კომისიას, წარმოადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა. ინიციატივის უფლება ევროგაერთიანებაში ინსტიტუციური ბალანსის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……