ინკორპორაცია

ინკორპორაცია

E. incorporation

G. inkorporation

L. incorporatio (რაიმე კრებულში) ჩართვა

ქრონოლოგიური მიმდევრობით, ალფაბეტის მიხედვით ან სხვა სახით (მაგ. სამართლის დარგების მიხედვით) მოქმედი სამართლის სისტემატიზაციის საშუალება. კოდიფიკაციისგან განსხვავებით მის მიზანს არ წარმოადგენს ნორმატიული აქტების შინაარსის განახლება. თუმცაღა, ინკორპორაცია იძლევა სამართლებრივი აქტების პირვანდელ ტექსტში ყველა შემდგომი ოფიციალური ცვლილების და დამატების, გაუქმებული ნორმების ამოღების, წინააღმდეგობების გამოვლენის საშუალებას. განასხვავებენ ოფიციალურ და არაოფიციალურ ინკორპორაციას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……