იუნესკო

იუნესკო

E. UNESCO

(გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) – გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულება. ოფიციალურად არსებობს 4.XI.1946 – დან, როდესაც ზალაში შევიდა მისი წესდება. 2002 წლისთვის ი–ის წევრი იყო 186 სახელმწიფო. წესდების თანახმად, სახელლწიფოებში საკითხებზე იქმნება ეროვნული კომსიები, რომელტაგან საკონსულტაციო სტატუსი აქვს 250–ზე მეტ არასამათვარობო საერთაშორისო ორგანიზაციას, ხოლო საქმიანი კონტაქტი – 4000 ორგანიზაციას. ი–ს წლიური ბიუჯეტი შედგება მასში შემავალი სახელმწიფოების საწევრო გადასახადებისაგან. ი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს: მშვიდობისა და უსაფრტხოების განმტკიცებას, რისთვისაც განავითარებს ხალხთა თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების და კულტურის დარგშ; ყველა ხალხისათვის გაეროს წესდებით გამოცხადებული სამართლიანობის, კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემის უზრუნველყოფას, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და რელიგიისა ი–ის საქმიანობის დიაპაზონი მოიცავს საკითხთა ფართო წრეს – უწიგნურობასთან ბრძოლას, განათლების დაფინანსებასა და დაგეგმვას, განვითარებად ქვეყნებში საინჟინრო–ტექნიკური კადრების მოსამზადებელი ცენტრების შექმნას, მეცნიერების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა და მშვიდობის განტკიცების პრობლემების კვლევას, განათლების მიზნით კოსმოსური კავშირგაბმულობის გამოყენებას. ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს 150–ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებას – კონფერენციებს, სხდომებს, სიმპოზიუმებს ორგანიზაციის სტრუქტურა. ი–ს უმაღლესი ორგანოა გენერალური კონფერენცია, რომეოიც შედგება მასში შემავალი სახელმწიფოების წარმომადგენელთაგან. იგი ორ წელიწადში ერთხელ მართავს სესიას. გენერალური კონფერენცია ირჩევს აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც 51 წევრისგან შედგება და წელიწადში ორ–სამჯერ იკრიბება. საბჭოს სამდივნოს მეთაურობს გენერალური დირექტორი. სამდივნოს დაკომპლექტება ხდება გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპით. ი–ს აქვს 6 პრიორიტეტული მიმართულება : 1) აღზრდა, 2) მეცნიერება, 3) კულტურა, 4) კომუნიკაცია, 5) სოციალური მეცნიერებანი და განვითარება, 6) მშვიდობა და ადამიანის უფლებები. იგი რამდენიმე ენაზე გამოსცემს ორასზე მეტ პერიოდულ და ას სერიულ გამოცემას. ყოველწლიურად გამოიცემა ასობით წიგნი: ცნობარები, ტერმინოლოგიური ლექსიკონები, საიუბილეო გამოცემები, საერთაშორისო მიმოხილვები, პედაგოგიური და ტექნიკური დამხმარე სახელმძღვანელოებ, კატალოგები, აგრეთვე მონოგრაფიები განათლების, მეცნიერები, კულტურისა და ინფორმაციის პრობლემებზე. ი–ს შტაბ–ბინა ქ. პარიზშია, მისი ოფიციალური ენებია: ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული, ჩინური.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……