იურისდიქცია

იურისდიქცია

E. Iurisdiction

სამართლის აღსრულება, საქმეთა განხილვის უფლებამოსილებანი, ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალური უფლებამოსილებანი. საერთაშორისო სამართალში ამ ტერმინს სხვადასხვა ორგანოთა კომპეტენციის ცნება შეესაბამება. მაგალითად: საერთაშორისო ი. (საარბიტრაჟო ი.), საკონსულო ი. (ვენის საკონსულო ი. 1963 წელი) და სხვა

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Jurisdiction

საერთაშორისო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის, მისი ორგანოს უფლებამოსილება, უზრუნველყონ მათი კომპეტენციის ფარგლებში მდებარე სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო სივრცეებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი ან საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების შესრულება. ვიწრო გაგებით, ი–ში იგულისხმება სახელმწიფოს სამართალი და სასამართლო ორგანოების უფლება, განიხილონ სამართლის დამრღვევი პირის საქმე და აიძულონ იგი, აგოს პასუხი სამართლით დადგენილი წესით.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. jurisdiction

L. jurisdictio სასამართლო წარმოება

1. სასამართლოს საქმის წარმოების უფლება, განსჯადობა;

2. საქმეები, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულების წარმოებას ექვემდებარება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. იურისდიქცია – Jurisidction  – სახელმწიფოს ან პირის უფლება, განახორციელოს მართლმსაჯულება გარკვეულ ტერიტორიაზე ან გარკვეულ პირთა მიმართ.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……