კვლევა და განვითარება

კვლევა და განვითარება

E. Research and Development

ევროპის კვლევისა და განვითარების პოლიტიკა სამი დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებებს ეფუძნება (ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროატომისა და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულებები). ერთიანმა ევროპულმა აქტმა გაერთიანების სამართალში შემოიტანა ტექნოლოგიის ცნება, რის შემდეგაც, ევროკავშირის ხელშეკრულებამ ამ სფეროში გაერთიანების მიზნები დასახა. ევროპის მრეწველობის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა და ტექნოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე სირთულეების დაძლევის ხელშეწყობა გაერთიანების პრიორიტეტებია \nგაერთიანებაში კვლევისა და განვითარების ინიციატივების კოორდინაცია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტს ეფუძნება \n● კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ჩარჩო პროგრამა. ეს არის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც დაიწყო 1984 წელს იგი კოორდინაციას უწევს უფრო სპეციფიკურ პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფორმაცია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გარემო, ბიოლოგია, ენერგეტიკა (ბირთვულის ჩათვლით), ტრანსპორტი. მეხუთე ჩარჩო პროგრამის (1998-2000წ.) ფარგლებში გამოიყო 14,9 მილიარდი ევრო \n�� ერთობლივი კვლევითი ცენტრი და ევროატომის მიწოდების სააგენტო. ცენტრი შედგება ევროპის გაერთიანებაში განლაგებული რვა კვლევითი ინსტიტუტისგან, რომლებიც მუშაობენ კომისიის კონკრეტულ წინადადებებზე. იგი მთავარი დაწესებულებაა ბირთვული ენერგეტიკის კვლევის სფეროში და იყოფა შემდეგ სექციებად: მასალები, გარემოს დაცვა და საწარმოო რისკი \n�� COST ანუ თანამშრომლობა სამეცნიერო და ტექნიკური კვლევის სფეროში 1971 წელს შეიქმნა და 25 ქვეყანას აერთიანებს: ევროკავშირის 15 ქვეყანას, აგრეთვე, ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიას, ხორვატიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას და თურქეთს. ამ თანამშრომლობის პროგრამის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს კვლევით პრიორიტეტებს ევროპის ქვეყნებში \n�� ევრიკა არის 26 ქვეყნის მთავრობათშორისი ორგანიზაცია. მასში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რუსეთი, შვეიცარია, თურქეთი და სხვა ქვეყნები. ორგანიზაცია 1985 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს მეწარმეებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პარტნიორობის მხარდაჭერას, განსაკუთრებით, განვითარებული ტექნოლოგიების სფეროში \nკვლევისა და განვითარების მრავალწლიანი ჩარჩო პროგრამა თანაგადაწყვეტილების პროცედურით მიიღება. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება კვალიფიციური უმრავლესობით (და არა ერთხმად, როგორც მანამდე), კომისიის წინადადების საფუძველზე და ევროპარლამენტთან და ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……