კომპეტენცია

კომპეტენცია

კომპეტენცია ნიშნავს კონკრეტული ამოცანის შესრულებისათვის საჭირო უნარს. იგი მოიცავს უნარების, ცოდნისა და ქცევის ერთობლიობას.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. competence, jurisdiction

G. kompetenz

Fr. Competence

L. competens (competentis) შესაბამისი, უნარიანი

1. რომელიმე სფეროს მიკუთვნებული საკითხების ჯეროვანი ცოდნა;

2. უფლებამოსილებების, უფლებებისა და ვალდებულებების იურიდიულად განსაზღვრული წრე.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კომპეტენცია – Competence  – ლათ.competentia – სფერო, რომელშიც უფლებამოსილია რომელიმე დაწესებულება ან თანამდებობის პირი.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

3. კომპეტენცია – პრობლემათა წრე, საქმიანობის სფერო, რომელშიც მოცემული ადამიანს გააჩნია ცოდნა და გამოცდილება; თანამდებობის პირის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის რწმუნებულობათა, უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……