კომუნა

კომუნა

E. commune

Fr. Commune საერთო

L. communis

1. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: ქალაქური სათვისტომო, მუნიციპალური თვითმმართველობა;

2. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794წწ.) – მუნიციპალური თვითმმართველობა (კერძოდ, პარიზის თვითმმართველობა);

3. პარიზის კომუნა – პირველი პროლეტარული რევოლუცია და მუშათა კლასის პირველი მთავრობა (იარსება 1871 წლის 18 მარტიდან 28 მაისის ჩათვლით);

4. რიგ თანამედროვე სახელმწიფოებში: უმდაბლესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული;

5. გარკვეულ პირთა კოლექტივი, გაერთიანებული ერთობლივი თანაცხოვრებისა და საქმიანობის მიზნით. მაგ., შრომის კომუნა, სოფლის მეურნეობის კომუნა და სხვ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……