ლესბოსელობა – ანუ საფიზმი

ლესბოსელობა – ანუ საფიზმი

ქალთა ჰომოსექსუალიზმი, რომლისთვუისაც დამახასიათებელია ქალის სქესობრივი ლტოლვა, საყვარელი მდედრობითი სქესის წარმომადგენლისადმი. სახელწოდება მომდინარეობს ძველი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან (Lesbos), რომელზეც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში ცხოვრობდა ცნობილი პოეტი ქალი საფო. მას ლესბოსური სუბკულტურის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. ცნობილია, რომ ისტორიამდელ ეპოქაში მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ ამორძალები – მეომარი ქალები, რომლებიც ასევე ლესბოსელები იყვნენ. \ თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში არსებობს ე.წ. ლესბოსური სოციუმები, ჯგუფები, რომლებიც ერთგვარ სუბკულტურულ კონსტრუქტს ქმნიან არა მარტო ქალთა ხელოვნებაში, არამედ, ზოგადად, კულტურულ ფარგლებში. ლესბოსელებს აქვთ თავიანთი გამოცემები, ინტერნეტ-გვერდები, იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……