მასკულინობა

მასკულინობა

(ლათ. Masculinos – მამრობითი)– ესაა ნორმატიულუი წარმოდგენები ფსიქიკური, სომატური და ქცევითი მახასიათებლების შესახებ, რომელიც მამაკაცს ქალისაგან განასხვავებს. მასკულინობა მამაკაცური თვისებების ერთობლიობაა და პატრიარქატის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მასკულინობა ქალებზე დომინირების ერთგვარი იდეოლოგიაა, რომელიც ემყარება მამრობითი სქესის პრიორიტეტულობას. მამაკაცი თითქოს უფრო ჭკვიანი, ძლიერი, ობიექტური, ინიციატივიანი და კონკურენტიანი, ვიდრე ქალი. კულტურული ნორმები ადგენს შეხედულებებს, თუ როგორი უნდა იყოს მამრობითი სქესი, ნამდვილი მამაკაცი, რაც გენდერული სტერეოტიპების არსებობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……