მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი

მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი

E. profit taxable

მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება:

ა) საქართველოს საწარმოსთვის, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებულ გამოქვითვის თანხებს შორის;

ბ) მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქართველოში მოქმედი უცხოური საწარმოსთვის – მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომლებიც მცირდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვის თანხებით;

გ) უცხოური საწარმოს ერთობლივი შემოსავალი (რომლის წყაროც საქართველოშია), რომელიც დაკავშირებული არ არის მუდმივ დაწესებულებასთან, გადასახადით იბეგრება საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით განსაზღვრული გადასახადის წყაროს გამოქვითვის გარეშე;

დ) საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე მოქმედი უცხოური საწარმოსთვის, რომელიც საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-18 ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით და 21-ე ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით იღებს შემოსავლებს, – მხოლოდ კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის მიხედვით, რომელიც მცირდება აღნიშნული პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვის თანხებით, რომლებიც დაკავშირებულია ამ შემოსავალთან (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 45).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……