მცირე ბიზნესის გადასახადი

მცირე ბიზნესის გადასახადი

E. tax on small business

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი, რომელზეც გადასვლის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) მათი წლიური ერთობლივი შემოსავალი პროცენტების და დივიდენდების გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს;

ბ) აქვთ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვის მოწესრიგებული სისტემა (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფისკალური მეხსიერების მქონე საკონტროლო-სალარო აპარატი და სალარო მეურნეობა).

მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელებს არ წარმოადგენენ:

ა) აქციზური პროდუქციის მწარმოებელი პირები;

ბ) საკრედიტო და სადაზღვევო საწარმოები, საინვესტიციო ფონდები, ფასიანი ქაღალდების სპეციალური ბირჟები, სათამაშო ბიზნესის განხორციელებით დაკავებული პირები;

გ) სააუდიტორო, იურიდიული, სანოტარო საქმიანობის განმახორციელებელი პირები;

დ) პირები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ტერიტორიულად განცალკევებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, ასევე მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები;

ე) პირები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად იბეგრებიან დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 2079).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……