პასუხისმგებელი პირი

პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელიც საშიში ნივთიერების (ცალკე ან სხვა ნივთიერებებთან ერთად) წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების ან განთავსების დროს საშიში ნივთიერებით აბინძურებს გარემოს, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ან აკონტროლებს საშიშ ნივთიერებას; ასევე პირი, რომელიც სხვა პირის სახელით ახორციელებს საშიში ნივთიერების წარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, გამოყენებას ან განთავსებას.   Source: საქართველოს კანონი „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……