პატიმრობა

პატიმრობა

E. Inprisonment

სასამართლო განაჩენით დამნაშავედ ცნობილი პირისათვის თავისუფლების აღკვეთა (საზოგადოებისაგან იზოლაცია) სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. პატიმართა უფლებებზე საუბარია შემდეგ დოკუმენტებში: 1984 წლის წამებისა და სხვა აქტების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის კონვენციები;1957 წლის მინიმალური სტანდარტები პატიმართა შესახებ; 1988 წლის ძირითადი პრინციპები ნებისმიერი ფორმის პატიმართა ან დაკავებულთა უფლებების შესახებ \nსაქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულია პ-ის რამდენიმე სახე: ტუსაღობა – გულისხმობს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან მკაცრ იზოლაციას. მიესჯება ერთიდან ექვს თვემდე ვადით (48-ე მუხლი); სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება – მიესჯება სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას განაჩენის გამოტანის დროისთვის არ მოუხდია კანონით გათვალისწინებული გაწვევის ვადა. ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით (49-ე მუხლი); ვადიანი თავისუფლების აღკვეთა – გულისხმობს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებას, რომელიც მიესჯება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით (50-ე მუხლი); უვადო თავისუფლების აღკვეთა – მიესჯება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (51-ე მუხლი). საპატიმრო დაწესებულებებში ქცევის წესებს არეგულირებს 1999 წლის საქართველოს კანონი პატიმრობის შესახებ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……