პროფესია

პროფესია

G. Beruf, berufen, berufene მოწოდებული

შეძენილი (დასწავლის შედეგად მიღებული) უნარებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად და რომელიც ინდივიდს ათვისებული აქვს. პ-ების წარმოშობა დაკავშირებულია შრომის საზოგადოებრივ დანაწილებასთან. მაქს ვებერის თანახმად, პ. არის ცხოვრების ხანგრძლივად უზრუნველყოფის, ნივთებისა და საარსებო საშუალებების შეძენის შანსების საფუძველი. სიტყვა პ-ის შინაარსი, ვებერის თანახმად, უკავშირდება პიროვნულ პასუხისმგებლობას. ვებერის სოციოლოგიაში პ. რელიგიურად, სოციალურად და ნორმატიულად დეტერმინირებულია. სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომის თანახმად (პარსონსი, სმელზერი), თანამედროვე საზოგადოებების, როგორც სისტემის, მზარდი განვითარება (მოდერნიზაცია) იწვევს საზოგადოებისათის აუცილებელი ფუნქციების გამოყოფა-დიფერენციაციას, რაც, თავის მხრივ, პ-თა დიფერენციაციის საფუძველს წარმოადგენს. სუბიექტზე ორიენტირებული სოციოლოგიური მიდგომა (ბოლტე/ტროიტნერი, 1983), განსხვავებით სტრუქტურულ-ფუნქციონალისტური მიდგომისაგან, გამოდის არა ტექნიკურ-ფუნქციონალისტურად დაფუძნებული სპეციალიზებული პ-ული საქმიანობის ცნებიდან, არამედ ხაზს უსვამს პ-ული უნარების შაბლონს, რომელიც სოციალურად გამყარებულია და სოციალური სტრუქტურაციის პროცესის შედეგია. სუბიექტზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით შეიძლება აიხსნას, თუ როგორ განსაზღვრავს პ. ამა თუ იმ ადამიანის აზროვნებასა და მოქმედებას და რა წვლილი შეაქვს პროფესიას სოციალური უთანასწორობის თაობიდან თაობაზე გადაცემასა და გამყარებაში.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

ცოდნის, უნარ-ჩვევათა და კომპეტენციათა ერთობლიობა, რომელთა ფლობა აუცილებელია გარკვეულ სფეროში შრომითი საქმიანობისათვის და რომელთა შეძენა შესაძლებელია სწავლის ან/და შესაბამის სფეროში საქმიანობის შედეგად.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. profession

Fr. profession

L. proffesio

ძირითადი საქმე, შრომითი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს განსაზღვრულ მომზადებას და წარმოადგენს შემოსავლის ძირითად წყაროს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პროფესია – ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ერთობლიობა, რომელთა ფლობა აუცილებელია გარკვეულ სფეროში შრომითი საქმიანობისათვის და რომელთა შეძენა შესაძლებელია სწავლის ან/და შესაბამის სფეროში საქმიანობის შედეგად.   Source: საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. პროფესია – ადამიანის შრომითი საქმიანობის სახე, რომელსაც ის ფლობს სპეციალური განათლების შედეგად მიღებული ცოდნით, უნარითა და გამოცდილებით; (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ).     ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……