რესტავრაცია
რაიმეს პირველადი ან მასთან მიახლოებული სახით აღდგენა. ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, ამა თუ იმ მმართველობასთან, რეჟიმთან მიმართებით გამოიყენება. რ-ის ნიმუშებად შეიძლება დასახელდეს საფრანგეთში ბურბონების დინასტიის ორჯერ აღდგენა (1814-1815 და 1915-1930 წლებში). რ-ის სულისკვეთება მკაფიოდაა წარმოდგენილი დახასიათებაში, რომელსაც ბურბონების აღდგენილ რეჟიმს აძლევდნენ თანამედროვეები – კერძოდ, ემიგრაციაში მყოფმა სამეფო გვარმა ვერც დაივიწყა და ვერც ისწავლა რაიმე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. restoration
G. restauration
Fr. restauration
L. restauratio აღდგენა
1. დროთა ვითარებაში დაზიანებული რისამე აღდგენა პირვანდელი სახით;
2. ძველი, დამხობილი პოლიტიკური წყობილების აღდგენა.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……