საბიუჯეტო კლასიფიკაცია

საბიუჯეტო კლასიფიკაცია

E. budget classification

1. ბიუჯეტის შემოსავლისა და ხარჯების ასახვის ერთიანი ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაცია. იგი პასუხობს სახელმწიფო ფინანსების საერთაშორისო სტატისტიკის ნორმებს და უზრუნველყოფს სტატისტიკურ ინფორმაციებში საბიუჯეტო მონაცემების შეუფერხებელ ჩართვას;

2. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სისტემური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს შემოსავლების კლასიფიკაციას შემოსავლების წყაროების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური შემოსავლების გამიჯვნით; ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციას ხარჯების სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამიჯვნით; ხარჯების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას ხარჯების მიზნების მსგავსობის მიხედვით; ხარჯების ორგანიზაციულ კლასიფიკაციას მხარჯავი დაწესებულების მიხედვით („საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 11).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……