სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტი

სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტი – ყველა სახის ცხოველის ფერმერული, გლეხური, ოჯახური საწარმო და ჯიშსაშენი მეურნეობა, ფაბრიკა, ინკუბატორი; ცხოველთა გადასაყვანი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება; მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემგროვებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები) და კვების ობიექტები; ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების დამამზადებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ყველა სახის ობიექტი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ობიექტები, აგრარული ბაზრები, ბაზრობები და სხვა სავაჭრო ობიექტები.   Source: საქართველოს კანონი „ვეტერინარიის შესახებ“, 1995 წლის 14 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……