სახელმწიფო მექანიზმი

სახელმწიფო მექანიზმი

E. state machinery

სახელმწიფო ორგანოების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქვეყნის საშინაო და საგარეო ფუნქციები და ამოცანები. სახელმწიფო მექანიზმში წამყვანი ადგილი უკავია ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს და ადგილობრივ ორგანოებს, ჯარს, პოლიციას, სასამართლოს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს. კომპეტენციის, საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების განსხვავების მიუხედავად, სახელმწიფო ორგანოები ქმნიან ერთიან სისტემას, ემსახურებიან ერთიან მიზნებსა და ამოცანებს. ზოგჯერ სახელმწიფო მექანიზმს სახელმწიფო აპარატსაც უწოდებენ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……