ფონდი

ფონდი

E. fund

Fr. funds

იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალურ ქონებას საერთო- საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრები. რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 60 ლარს, ხოლო ფილიალის რეგისტრაციისათვის – ფონდის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%-ს (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 30, 31); („სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 7).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……