აბონენტი

აბონენტი E. subscriber G. Abonent

აბონემენტის მქონე პირი ან დაწესებულება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

აბონენტი – ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება.   Source: საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს “საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი”. (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (2)

აბონენტი – (ინტ.) subscriber–მოწყობილობა, იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ურთიერთქმედების უფლება მომსახურების გამწევ ინფორმაციულ ობიექტთან – სისტემასთან, ქსელთან, კომპლექსთან. სააბონენტო უფლებები, როგორც წესი მიიღება გარკვეულ საზღაურად. აბონენტია, მაგალითად, პროვაიდერის მომსახურებაზე მყოფი პირი. სააბონენტო მომსახურება აქვს მრავალ სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპიუტერულ სისტემას, მათ შორის – ქართულ ფარმაცევტულ საიტს http://gps.iatp.org.ge – იგი აბონენტებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას სამედიცინო სამყაროში მიმდინარე სიახლეების და პრეპარატების შესახებ, უწევს კონსულტაციებს და ა.შ. (იხ.) ეს მომსახურებები აქვთ მხოლოდ ამ სისტემის აბონენტებს და არა ყველა მომხმარებელს.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
(3)

 

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)