გიორგობის დღე

გიორგობის დღე

საქართველოს განსაკუთრებული მფარველის, წმ. გიორგის ხსენების დღე. საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმ. გიორგის სახელზეა აგებული. წმ. გიორგი კაპადოკიაში დაიბადა მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. წმ. გიორგის მამის მოწამებრივად აღსრულების შემდგომ, დედამ იგი რომში წაიყვანა. ქრისტიანობის დევნის პერიოდში რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305წწ.) გამგებლობის მიწურულს, იგი, როგორც მისი გამორჩეული მხედართმთავარი, ქრისტიანობისათვის განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს. მბრუნავ ბორბალზე მისი წამების დღე ე.წ. ძვ. სტილით 10 (23) ნოემბერი წმ. ნინომ დაადგინა დღესასწაულად. წმ. გიორგი აღესრულა 303 წლის ძვ. სტილით 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) ოცდაათი წლის ასაკში. ანდერძისამებრ დაიკრძალა პალესტინის ქ.რამლაში. საქართველოს ეკლესია წმ. გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ; ძვ. სტილით 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს (ეს დღე მხოლოდ საქართველოში იდღესასწაულება). 23 ნოემბერი გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……