გირავნობა

გირავნობა E. to pawn, to pledge

მოძრავი ნივთის და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სხვა პირებზე გადაცემა, რომლის დროსაც კრედიტორი (მოგირავნე) იძენს სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე (საქართველოს “სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 254).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. გირავნობა – მოძრავი ნივთის გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კრედიტორს აქვს უფლება მოითხოვოს დაგირავებული ნივთის რეალიზაცია, ან მოიპოვოს ამ ნივთზე საკუთრების უფლება (შეად. იპოთეკა).

წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf