მართლმადიდებლობა

მართლმადიდებლობა

E. Orthodoxy

L. ortos მართებული, ჭეშმარიტი, doxa აზრი

ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მიმართულება კათოლიციზმთან და პროტესტანტიზმთან ერთად; დასაბამი მიეცა მე-4 საუკუნიდან, როგორც ბიზანტიის იმპერიის ოფიციალურ რელიგიას. პირველი ერთიანი ეკლესიის მემკვიდრე, მადლმოსილებით, სწავლა-მოძღვრებითა და შესაბამისი ტრადიციებით. მართლმადიდებლობა ეყრდნობა საღმრთო წერილს (ბიბლიას), მსოფლიო კრების და ადგილობრივი კრების დადგენილებებს (მე-4-8 საუკუნეები), ეკლესიის მამათა თხზულებებს, შვიდ საიდუმლოებას (იხ. ეპისკოპოსი) და სხვ. მართლმადიდებლური დოგმატური სწავლება მოკლედ გადმოცემულია „სარწმუნოების სიმბოლო“-ში, რომელიც მიიღო ნიკეის (325 წ.) და კონსტანტინეპოლის (381 წ.) კრებამ. სიმბოლო გამოხატავს აბსოლუტურ, უცილობელ, მარადიულ, შეუცვლელ და მიუწვდომელ ჭეშმარიტებას. მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით რომაულმა კათოლიციზმმა ეკლესიის სწავლებაში შეიტანა ცვლილებები, კერძოდ: მამა ღმერთთან ერთად ძე ღმერთისგან სულიწმიდის გადმოსვლა, რომის პაპის ღვთის მოადგილეობა და უცოდველობა, განსაწმენდელის არსებობა, მადლის გაცემა ინდულგენციებით და სხვ. მართლმადიდებლები იყენებენ იულიუსის კალენდარს, ხოლო კათოლიკები გრიგორიანულს (იხ. კალენდარი). ამჟამად არსებობს თხუთმეტი მართლმადიდებლური ეკლესია.

See also: ეპისკოპოსი, კალენდარი, ავტოკეფალური ეკლესია

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……