სიკვდილით უკანონო დასჯა

სიკვდილით უკანონო დასჯა

E. Summary, Illegal execution

ნებისმიერი არაკანონიერი და თვითნებური მკვლელობა, რომელიც ხდება მთავრობის მიერ, ან მთავრობის თანხმობით, პიროვნების დასჯა სათანადო სასამართო პოცედურების დაცვისა და განაჩენის გამოტანის გარეშე (იხ. სათანადო სასამართლო პროცესი) \nსუდ უხეშად ლახავს ადამიანის უფლებას სიცოცხლეზ�� \nთანამედროვ საერთაშორისო სამართალი და თითქმის ყველა ქვეყნის სმართალი სასტიკად კრძალავს ადამიანის უკანონოდ სიკვდილით დასჯას \nსაერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლების შესახებ აცხადებს: „სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის შეიძლბა თვითნებურად წაართვან სიოცხლე“ (მე-6 მუხ. 1-ლი პ) \nევროპული კონვენცია ადმიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ (მე-2 მუხ.) აცხადებს: „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება ვინმეს განზრახ მოკვდინება, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასმართლოს გნაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს 2. მოკვდინება არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა: ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან; ბ) კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად; გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად“. \nმნიშვნელოვან მოვლენად მიჩნეულია კონვენციის ოქმი #6 – სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ“ (28.IV.1998), რომლის თანახმადაც: „სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. არ შიძლება ვინმესთვის სიკვდილის მისჯა ან მისჯილი სიკვდილის აღსრულება“ (1-ლი მუხ.), თუმცა „სახელმწიფოს შეუძლია თავის კანონმდბლობაში გაითვალისწინოს სიკვდილით დასჯა ომის ან ომის გარდაუვალი საფრთხის დროს ჩადენილი ქმედებისათვის; ამგვარი სასჯელის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მისი ღირებულების შესაბამისად. სახელმწიფო აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ამ კანონმდებლობის შესაბამისი დებულების შესახებ“(მე-2 მუხ.) \nსაქართველოში სიკვდილით დასჯა 1998 წლიდნ აკრძალულია (იხ. სიკვდილით დასჯა.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……