სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა – სამედიცინო გამოკვლევა და დასკვნა სპეციალურ სამედიცინო და ბიოლოგიურ საკითხებზე, რომლებიც წამოიჭრება სასამართლო – საგამოძიებო პრაქტიკაში. ტარდება მხოლოდ საგამოძიებო და სასამართო ორგანოების დადგენილებით ადამიანის სიკვდილის მიზეზის, სხეულის დაზიანების ხასიათის, ჯანმრთელობისა და ასაკის, სიმთვრალის ხარისხისა და პიროვნების იდენტიფიკაციის დასადგენად. სსრკ – ში სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზას ატარებენ ექიმი სპეციალისტები – სასამართლო – სამედიცინო ექსპერტები. თუ ექსპერტი ადგილზე არ აღმოჩნდა, სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა შეიძლება დაევალოს ყველა სპეციალობის ექიმს. გართულებულ შემთხვევებში სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ევალება რამდენიმე ექსპერტს სხვა სპეციალობის ექიმებთან ერთად. სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში. სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის საკითხებს შეისწავლის სასამართლო მედიცინა. რ. გვეტაძე. [“1”] ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……